14:50 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 15:24:13, 847 ნახვა

პოლიტიკა
ლალი მოროშკინა: საქართველო რომ თავმოყვარე ერი იყოს, უკრაინასთან კონტაქტს გაწყვეტდა

„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის ლალი მოროშკინას განცხადბით, თამაზ მეჭიაურის დამსახურებით რუსეთი საქართველოს ბორჯომსა და ღვინოზე სანქციებს აღარ დაუწესებს.

როგორც „ექსპრენიუსს“ ლალი მოროშკინამ განუცხადა, საქართველო ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ რუსეთის ბაზარი შეინარჩუნოს.

„ყირიმთან და სევასტოპოლთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა. როგორც ყოველთვის, ჩვენმა მთავრობამ არ იფიქრა თუ ჩვენ ქვეყანას ეს ყოველივე როგორ შემოუტრიალდებოდა. მივიღეთ ის, რომ ძლივს აღდგენილი ეკონომიკური ურთიერთობა გაგვიფუჭდა. საქართველოდან რუსეთში ძალიან ბევრი მინერალური სასმელი და ღვინო გადიოდა. მთელი მსოფლიო ცდილობს რუსული ბაზრის შენარჩუნებას. საქართველო ამ უაზრო ომშია ჩაბმული. ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ უკრაინასთან ურთიერთობას საერთოდ გავწყვეტდით. მათ შეიფარეს ჩვენი დევნილი პრეზიდენტი და კორუმპირებული მთავრობა. რომ არა თამაზ მეჭიაური, რომელმაც რუსეთის უმაღლესი რანგის დეპუტატებთან მოახერხა შეხვედრა, ათასობით ადამიანი დარჩებოდა მშიერი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყნისთვის შეიძლება გააკეთო. თამაზ მეჭიაურმა მოახდინა სწრაფი რეაგირება, შეხვდა დუმა-ში კოლეგებს და სანქციების დაწესის თემა მოიხსნა.  მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ 2008 წლის მერე ცესკო-ს უბნები რუსეთში არ გახსნილა და იქ მილიონ ორასი ათასი ქართველი ცხოვრობს და კატასტროფა იქნება მათი ხმების დაკარგვა“, - აცხადებს მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაური რუსეთში იმყოფება, სადაც რუსეთის დუმი-ს დეპუტატებთან მოლაპარაკებებს მართავს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics