20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 15:14:55, 698 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ქობალია: განმუხურში ღია ტუალეტები არ არსებობს, ყველაფერს ცუდი ინტერპრეტაცია მიეცა

ზუგდიდის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას განცხადებით, განმუხურში ღია ტუალეტები არ არსებობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ქობალიამ განუცხადა, ღია ტუალეტების სურათები იმ დროს გადაიღეს, როდესაც მისი ამოქოლვის პროცედურა მიმდინარეობდა და ყველაფერს ცუდი ინტერპრეტაცია მიეცა.

„განმუხურში „კაზანტიპის“ ფესტივალის დროს შიდა ტუალეტები იყო დახურული ტერიტორია, რომელიც სტანდარტულად იყო გადახურული. ეს ტუალეტები იყო არაჰიგიენური და მსუბუქი კონსტრუქციით ნაშენები. ჩვენ მოვახდინეთ ამ შენობების დემონტაჟი. ეს პროცესი იყო, დაახლოებით 1საათი, როდესაც ბეტონის მასის ამოქოლვა ხდებოდა. სწორედ ამ შუალედის დროს დააფიქსირეს კამერებმა ღია საზოგადოებრივი ტუალეტების ფოტოები. ჩვეულებრივი მუშა პროცესები მიმდინარეობდა. ცუდი ინტერპრეტაცია მისცეს ამ ყოველივეს, როგორ შეიძლება მუშა პროცესს ხედავდე და მარტო უარყოფითი გადაიღო. ეს ტუალეტები აღარ არსებობს“, - განაცხადა ქობალია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესმა“ განმუხურში ბულვართან ახლოს მდებარე ღია ტუალეტების ფოტოსურათი გაავრცელა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics