20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 14:36:43, 599 ნახვა

საზოგადოება
კონფერენცია - „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში სასტუმრო ,,რედისონში, “ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართა.

კონფერენციას  საქართველო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტები, კერძო მეწარმეები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების  შესაძლებლობას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში  ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც  ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო.  კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს-კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics