|
2016-07-22 13:02:55, 698 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება
„გიორგი პაპუაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. ვოლსკის თქმით, პაპუაშვილს ვალდებულებაც კი აქვს, თუ კონკრეტული დეტალები იცის საგამოძიებო ორგანოებში წარმოადგინოს. „სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვანწილად უპირისპირდება, იმ პირობებში რომ ზეწოლის ნიშნებიც კი არ არსებობს. პაპუაშვილს ვალდებულებაც კი აქვს, თუკი კონკრეტული დეტალები და ფაქტები იცის, წარმოადგინოს საგამოძიებო ორგანოებში. თუ რაღაც საკითხებზე თავშეკავება გადაწყვიტა, ან პრემიერ-მინისტრთან ან კიდევ ნებისმიერ საპარლამენტო ფორმატში ურთიერთობა არის მისაღები“,-განაცხადა ვოლსკიმ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)