2016-07-21 19:24:09, 746 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, 4 კი დაშავდა.
ინციდენტი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან