|
2016-07-21 15:56:52, 704 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა. ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 თვით იქნა შემოღებული, თვენახევარში გაუქმდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1 400-ზე მეტი კი დაშავებულია. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს. დაკავებულია 6 000 სამხედრო პირი, 9 000 სამართალდამცველი სამსახურიდან დათხოვილია, 3 000 ათასამდე მოსამართლეს კი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება შეუწყდა. გარდა ამისა, გათავისუფლდა განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი, თანამდებობა დატოვეს უნივერსიტეტების დეკანებმაც. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)