|
2016-07-21 15:32:23, 1390 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის 4 კანდიდატი წარადგინა
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირმა ცხორაგაული წარადგინა, აბაშა-მარტვილში - კონსტანტინე გამსახურდია, კასპში - ვაჟა ოთარაშვილი, ზუგდიდში კი, ოთარ ჭითანავა. თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარდგენილი კანდიდატების განათლებასა და გამოცდილებაზე ისაუბრა. „ჩვენ წარმოგიდგინეთ ოთხი კანდიდატი სხვადასხვა ოლქებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კანდიდატები არიან უპირველეს ყოვლისა ღირსეული და ზნეობრივი ხალხი. ისინი არიან მცოდნე და განათლებული, პროფესიონალები თავიანთ საქმეში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ იბრძოლონ. ვფიქრობ, თითოეული კანდიდატი არის ჩვენი ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენი კანდიდატები არ უღალატებენ სიმართლეს და სიკეთეს“,-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)