|
2016-07-21 14:48:33, 732 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: ბიძინა ივანიშვილზე არ გამომიყენებია ტერმინი არაჩვეულებრივი და გიორგაძეზე რატომ ვიტყოდი?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის მტკიცებით, იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. როგორც ფოფხაძემ „ექსპრესნიუსსს“ განუცხადა, მას იგორ გიორგაძეზე ტერმინი „არაჩვეულებრივი“ არ გამოუყენებია. „მე მსგავსი არაფერი განმიცხადებია, რომ იგორ გიორგაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მას შეუძლია საქართველოში დაბრუნდეს. როდესაც ჟურნალისტმა მკითხა, თუ რას ვფიქრობდი იგორ გიორგაძეზე, ვუპასუხე, რომ ყველა ადამიანის მიმართ არის ერთიანი სტანდარტი. წინადადება დავიწყე სიტყვით, რომ იგორ გიორგაძე არის ჩვეულებრივი ადამიანი და მის მიმართაც იგივე დამოკიდებულება იქნება, რაც ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის. თუ ვიდეოს სრულად ნახავთ გასაგები გახდება, რომ მე მარკესზე, ბორხესზე არ ვსაუბრობ და ვსაუბრობ იგორ გიორგაძეზე. ტერმინი არაჩვეულებრივი შეიძლება გამოიყენო გოეთეს მიმართ და არა პოლიტიკოსის მიმართ. ბიძინა ივანიშვილზე არასდროს მითქვამს არაჩვეულებრივი და იგორ გიორგაძეზე რატომ ვიტყოდი?! თუ სამართალდამცავებს აქვთ კითხვები იმოქმედებენ შესაბამისად. აქ სწორედ მათი პოზიციაა მთავარი და არა ჩემი აზრი. ნიუსებში ჩემი ნათქვამის ცალსახად არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, - აცხადებს ფოფხაძე. შეგახსენებთ, რომ მაესტროს ეთერში გავიდა გედევან ფოფხაძის სინქრონი, სადაც ვიდეოში დეპუტატი ამბობს, რომ გიორგაძე არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არავინ მას არ დევნის და შეუძლია ჩამოვიდეს ქვეყანაში
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)