|
2016-07-21 13:04:07, 678 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა, რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა და რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. „გასული წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ 1 წლით ანუ მიმდინარე წლის ივნისამდე. რამდენიმე დღის წინ, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად ძალაში შევიდა. ასე, რომ ახალ სანქციასთან თუ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს. ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება, ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ეს არის დუმის ერთ-ერთი კომიტეტის ინიციატივა. ვფიქრობ, შევიტყობთ თუ რა გაგრძელბა მოყვება ამას, თუმცა ვიმეორებ, ახალ რეალობასთან საქმე არ გვაქვს“, - განაცხადა აბაშიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ განმეორდება 10 წლის წინანდელი ემბარგო, აბაშიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი საშიშროება არ არის და მას ასეთი მოლოდინი არ აქვს. მისივე თქმით, კარასინთან შეხვედრისას აღნიშნულ თემაზე საუბარი არ იქნება. „შარშან იყო ეს თემა წამოწეული, მაგრამ ყველაფერი გაირკვა. ამიტომ, მორიგ შეხვედრაზე არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი ღირს“, - განაცხადა აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირო დუმის საერთაშორისო კომიტეტი მთვარობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი აკრძალოს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)