20:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 10:57:38, 567 ნახვა

საზოგადოება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებლობა ეძლევა, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმდეს

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით,  „პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი“ დამტკიცდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ბრძანება   საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადდა და მასში გაწერილია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელზეც შეიძლება დასაქმდეს ბრალდებული/მსჯავრდებული, კერძოდ - მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება); ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა; ავეჯის, მათ შორის-საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება; ასევე,  სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.

ბრძანების თანახმად, აკრძალულია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც  ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა, დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ბრძანების თანახმად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, შეიძლება გაყვანილნი იქნენ სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, კანონმდებლობით დადგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით, შესაბამისი ანაზღაურება პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება, როგორც წესი, დღიურად, დღეში 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი საათების შესაბამისად განისაზღვრება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაქმების  მიმართულებით სასჯელაღსრულების სამინისტრო არაერთ სიახლეს ნერგავს. მათ შორისაა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების ონლაინრეალიზაცია, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კუთხით. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics