2016-07-20 17:50:08, 631 ნახვა
პოლიტიკა
“პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ, 14:00 საათზე, კინოს სახლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, „პატრიოტთა ალიანსი“ დეპუტატობის კანდიდატებს მარტვილის, აბაშის,ზუგდიდის, კასპის, მცხეთა-თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქებში წარადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან