|
2016-07-20 13:13:01, 990 ნახვა
საზოგადოება
თეოლოგი გიორგი გვასალია: ადამიანს პირუტყვს ეკლესიის წინააღმდეგ მბორგავი ხალხი ადარებს და არა საპატრიარქოს ტელევიზია
თეოლოგი გიორგი გვასალია საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხმაურება. როგორც გვასალიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ვიდეორგოლში ადამიანები ცხოველებთან არ არიან შედარებული, „არამედ უფლისგან დაშორებული არსება ვერ კვებას ცხოველისგან განმასხვავებელ ნიშანს - გონებას“. „საპატრიარქოს ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეორგოლში ადამიანები ცხოველებთან არ არიან შედარებულები. საუბარია იმაზე, რომ ადამიანი, როგორც გონიერი არსება, მიდრეკილია უფლისაკენ და მისგან დაშორებული ვერ კვებას ცხოველისგან განმასხვავებელ ნიშანს - გონებას. ადამიანი, რომელიც ღვთის მადლით არ იკვებება, მიდრეკილია ისეთი საქმეებისაკენ, რომელიც ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფს. ადამიანები ცხოველს კი არ შეადარეს, ამის შედარება უნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთისაგან გამიჯნულნი არიან და სულიწმინდის მადლისაგან დაცილებულები ეკლესიის წინააღმდეგ ბორგავენ. პირუტყვს არავინ არავის არ ადარებს. არ შეიძლება პირუტყვს შეადარო ადამიანი, რომელიც თავის გონიერებას ინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც თუ ის, სამწუხაროდ, ჯოჯოხეთში მოხვდება. ადამიანს გონიერება არასდროს წაერთმევა. ვიდეორგოლში საუბარი იმაზე თუ რა შეიძლება ადამიანს სულიწმინდის მადლის დაცლის შემდეგ შეიძლება მოუვიდეს“, - აცხადებს გვასალია. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ვიდეორგოლი სახელწოდებით „რატომ არ ვართ ეკლესიაში“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები თუ ეკლესიაში არ დადიან, ისინი ცხოველებს ემსგავსებიან. „მთელი კვირის განმავლობაში ადამიანი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. ადამიანს სძინავს, სძინავს მხეცსაც. ადამიანი ისვენებს და დასვენება ოთხფეხასაც ჭირდება. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს - ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარსდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ეშვება ცხოველური ცხოველის წესამდე, ველურდება და ცხოველად იქცევა“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)