|
2016-07-20 12:04:39, 768 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი იაკობი: ადამიანის ცხოველთან შედარებით, ხალხს ეკლესიისგან უფრო აშორებენ
დეკანოზი იაკობ ჩიჩილაძე საპატრიარქოს ტელევიზიის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხმაურება. როგორც დეკანოზი „ექსპრესნიუსთნ“ საუბრისას აცხადებს, სანამ ადამიანს აზროვნება აქვს, ის არ არის ცხოველი და არაეკლესიური ადამიანისათვის, ეს შედარება შეურაცხმყოფელია. „ „ერთსულოვნების“ ეთერში გასული ვიდეორგოლის ფრაგმენტი, სადაც ადამიანი, რომელიც ეკლესიაში არ დადის ცხოველს არის შედარებული, არის არასწორად პერიფრაზირებული. ადამიანი არის გონიერი ცხოველი. ეკლესიაში სიარული არ არის მარტო გონიერება. სანამ ადამიანს აზროვნება აქვს, ის არ არის ცხოველი. არაეკლესიური ადამიანის ცხოველთან გაიგივება ძალიან შეურაცხმყოფელად ჟღერს. ვიდეორგოლით, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ადამიანებისთვის ამაღლებული ცხოვრებისთვის მოეწოდებინათ. ადამიანში უნდა იყოს მიწიერი და სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მარტო სული ან მარტო სხეული არ არის. უფალმა თქვა - ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღე უფლისაა. ექვსი დღე ცხოველი იყავი და მეშვიდე დღეს გახდი ადამიანიო, ამას უფალი არ ამბობს. ვიდეორგოლის ეს ფრაზა, ამასთანაც წინააღმდეგობაშია. ადამიანის ცხოველთან შედარებით, ვითომ ამაღლებულისკენ მოუწოდებენ ხალხს, მაგრამ სინამდვილეში მათ ეკლესიისგან უფრო აშორებენ. ცხოველთან შედარება არაეკლესიური ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია. ეს ნათქვამი გადაჭარბებულია და წმინდა მამები ასე არ საუბრობენ“, - აცხადებს დეკანოზი. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ვიდეორგოლი სახელწოდებით „რატომ არ ვართ ეკლესიაში“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები თუ ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებს ემსგავსებიან. „მთელი კვირის განმავლობაში ადამიანი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. ადამიანს სძინავს, სძინავს მხეცსაც. ადამიანი ისვენებს და დასვენება ოთხფეხასაც ჭირდება. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს - ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარსდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ეშვება ცხოველური ცხოველის წესამდე, ველურდება და ცხოველად იქცევა“, - ნათქვამია ვიდეორგოლში.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)