|
2016-07-20 11:36:53, 702 ნახვა
პოლიტიკა
ინტერნეტში პაველ შერემეტის ავტომობილის აფეთქების ამსახველი ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის ვიდეო გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება კიევში ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მოხდა. მთავარი პროკურორის განცხადებით, ჟურნალისტის ავტომანქანა დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი გამთენიისას, მას შემდეგ აფეთქდა, რაც ჟურნალისტი სახლიდან გამოვიდა და მანქანით, რამდენიმე მეტრი გაიარა. ავტომობილი "უკრაინსკაია პრავდას" მმართველს, ალიონა პრიტულას ეკეთვნოდა. ის ავტომობილში არ იჯდა. შემთხვევის ადგილას, ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. ცნობისთვის, შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა. მუშაობდა ORT-ზე, მიჰყავდა ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა "ვრემია". ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შერემეტი კიევში ცხოვრობდა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)