|
2016-07-19 23:21:47, 693 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი „რესპუბლიკელებზე“ - კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი
"კარი როდის გაიჯახუნეს, არ ვიცი," - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კოალიცია ქართული ოცნებიდან რესპუბლიკური პარტიის გასვლას. მეტიც, მარგველაშვილი ამბობს, რომ კოალიცია ერთად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას თუ ცალცალკე, ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. რუსთავი2-თან ინტერვიუს დროს გიორგი მარგველაშვილმა კონკრატულად არ შეაფასა არც პარლამენტის თავმჯდომარისა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის, განცხადებები და არც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე კომენტირება ისურვა. პრეზიდენტი ამბობს, რომ 2014 წლის შემდეგ ქართულ ოცნებასთან მისი ურთიერთობა "ერთ რეჟიმში მიმდინარეობს" და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკაში მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი პიროვნული ელემენტი შემოვიდა". "არ ვაპირებ, ცალკე უსუფაშვილის და კვირიკაშვილის განხილვას. მე მგონია, რომ კოალიციურად არჩევნებამდე მისვლა პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, ისეც და ასეც შეიძლება ყოფილიყო. ეს თემა ჩემთვის აქტუალური არ არის. ვერ დავადგინეთ, როდის გავიდნენ. კარი როდის გააჯახუნეს, არ ვიცი. ჩემთვის მისაღებია რესპუბლიკელების გასვლაც, თავისუფალი დემოკრატების გასვლაც, ან კოალიციის შენარჩუნებაც. ოცნებასთან ურთიერთობა 2014 წლის შემდეგ ერთ რეჟიმში მიმდინარეობს. მე ვცდილობდი, თანამშრომლობა გვქონოდა პრინციპების მიმართ და ინსიტუტები გაძლიერებულიყო. ეს კი რეალურად, თქვენც კარგად იცით, ვერ მოხდა. ბევრი პიროვნული ელემენტი შემოვიდა პოლიტიკაში. 2014, 2015, 1016 წლებში ეს სულ იყო," - აცხადებს მარგველაშვილი.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)