15:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 22:11:10, 589 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთს, ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთს, ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას" ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთში, ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის საბჭოს შეხვედრის გამართვა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

”თურქეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის საბჭოს შეხვედრა. ეს არის პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთს შორის ამ ფორმატში. მიუხედავად თურქეთში განვითარებული მოვლენებისა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, 19 ივლისს დაგეგმილი ამ ფორმატით შეხვედრის ჩატარება, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის, თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთს, ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თურქეთის დემოკრატიულ განვითარებას და ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების გაღრმავებას. ეს არის მიმართულებები როგორც ვაჭრობის კუთხით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და ჩვენ ყველა ამ პროექტზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომ ნაბიჯებზე ვიმსჯელებთ”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics