|
2015-03-05 12:42:34, 375 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
ევროინტეგრაციის თემები და მთავრობის ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის და უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, ანა ონიშჩენკოს შეხვედრაზე. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. „გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა. ჩემი უკრაინელი კოლეგა ჩამოვიდა იმისთვის, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ჩვენც გავიგოთ რა მიმართულებებით მუშაობენ ისინი. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. მოგეხსენებათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, როგორც ადმინისტრაციაში, ისე მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებში. ვფიქრობ, საინტერესოა ჩვენი უკრაინელი კოლეგისთვის, თუ რა მიმართულებით ვახორციელებთ ცვლილებებს, რა შევცვალეთ და რა არის აუცილებელი ევროინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. საკმაოდ წარმატებულადაა შეფასებული ჩვენი რეფორმები. შევთავაზეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა აქტიური იქნება“,, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან გამართულ შეხვედრას, ქართული მხრიდან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრო
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)