14:40 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:05:45, 627 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ქალაქ  ნიუ-იორკში,  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა. 

"შეხვედრაზე შამშად ახტარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ამოცანების ეფექტიან შესრულებას. 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, ასევე, საქართველოსა და ESCAP-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის ის შესაძლო მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის განხორციელებას",-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics