|
2016-07-19 10:28:08, 757 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მისასალმებელია თანამშრომლობა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისი - ლუბლიანასა და ქუთაისი - მარიბორს შორის. შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს, თბილისსა და ლიუბლიანას შორის დაძმობილების ხელშეკრულების განახლებული ხელმოწერის შემდეგ, დედაქალაქებს შორის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის მეგობრობის ნიშნად ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სიმბოლურად „მეგობრობის სკამი" გაიხსნა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ლიუბლიანას ისტორიული უბნები დაათვალიერა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)