|
2016-07-18 15:44:21, 1146 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი დასაქმების კუთხით პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. პირველმა ვიცე- პრემიერმა დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გახსნა. კონფერენციის თემა ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ გახლდათ. მინისტრმა კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ ეტაპზე, როდესაც დასაქმების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს; გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო - 2020. საყურადღებოა, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა, დასაქმების ზრდა, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი (კვალიფიციური, პროფესიონალი) კონკურენტუნარიანი ადამიანური რესურსების განვითარება, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევა და მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა ჩვენი მთავრობის მთავარ გამოწვევას და უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შრომის ბაზრის მოთხოვნა, ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, დინამიურობით და ცვალებადობით ხასიათდება. შესაბამისად, საჭიროა შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების სისტემის არსებობა“- განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ პრემიერის მიერ ინცირებულ მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ განათლების რეფორმაა, ისეთ რეფორმებთან ერთად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი რეფორმები და მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა. ,, საკითხებს, რომელთა განხილვა დღეს ამ კონფერენციის ფარგლებშია დაგეგმილი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც ეს საკითხები ეხება საჯარო-კერძო პარტნიორობას, პროფესიული განათლების სისტემაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას, სამუშაოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელებს, დასაქმებულთა უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიული უნარების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დაძლევას ახალი გამოწვევების შესაბამისად“- დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პირველი, ყოველწლიური, საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: ,,პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)