|
2016-07-16 09:02:58, 768 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ვიტოვებთ იმედს, რომ იქნება მშვიდობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში
პირველ რიგში ჩვენ შეშფოთებულები ვართ მოვლენებით, რომელიც განვითარდა თურქეთში. მოქალაქეები გვიკავშირდებიან საკონსულოში, თუმცა, განსაკუთრებული სახიფათო შეტყობინება, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებსნებისმიერი გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. "ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას, შესაბამისად მოქმედებს ცხელი ხაზი. მოუვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდნენ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც გავრცელებულია ჩვენი განცხადების მეშვეობით. რაც მთავარია, ვიტოვებთ იმედს, რომ იქნება მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში", - განაცხადა ჯანელიძემ. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, მათ სისტემატური კონტაქტი აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)