|
2016-07-15 12:31:35, 576 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: დასავლეთი ჯოჯოხეთური გადაწყვეტილების წინაშე დგას - როგორ უპასუხოს ISIS-ის გამოწვევას
„ევროპა თვლის, რომ ჯობია ტერორისტებმა 1000 უდანაშაულო ადამიანი მოკლან, ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში ჩასვან, ასეთი პირობებით ბრძოლა შეუძლებელია“, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე ევროპაში გახშირებულ ტერორისტულ აქტებს. როგორც ცინცაძემ „ექსპრენიუსს“ განუცხადა, „ერთ მხარეს არის დასავლური ტოლერანტობა, თუ როგორ შეიძლება ყველა მუსლიმი აღქმული იყოს ტერორისტად, ხოლო მეორე მხარეს დგას ის რეალობა, რომ დღეს ყველა ტერორისტი მუსულმანია“. „ცივილიზებული დასავლეთი ჯოჯოხეთური გადაწყვეტილების წინაშე დგას - როგორ უპასუხოს „ისლამური სახელმწიფოს“ გამოწვევას. ერთის მხრივ არის დასავლური ტოლერანტობა, თუ როგორ შეიძლება ყველა მუსლიმი აღქმული იყოს ტერორისტად. მეორე მხარეს დგას ის რეალობა, რომ დღეს ყველა ტერორისტი მუსულმანია და დასავლეთმა არ იცის, თუ როგორ მოიქცეს. აქედან გამომდინარე, ევროპა, პრაქტიკულად, ხელფეშეკრულია. ჰააგასა და სტრასბურგის სასამართლოები კი საათებს უთვლიან სამართალდამცავებს და ბრალის წარდგენის დაგვიანების შემთხვევაში ტერორისტებს ათავისუფლებენ. ევროპაში დაპატიმრებულ ტერორისტებს შეღავათიანი პატიმრობა აქვთ. ტეორისტების ნახევარი გაათავისუფლეს და ნახევარი შეღავათიან პირობებშია დაპატიმრებული. არ არის ამ საფრთხის აცილების პოლიტიკური ნება. ევროპა თვლის, რომ ჯობია ტერორისტებმა 1000 უდანაშაულო ადამიანი მოკლან, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვან, ასეთი პირობებით ბრძოლა შეუძლებელია“, - განაცხადა ცინცაძემ. მისივე თქმით, მიგრანტებისთვის ფართოდ გაღებული კარების პოლიტიკამ არ გაამართლა. „აღსანიშნავია, რომ მიგრანტებისთვის ფართოდ გაღებულმა კარების პოლიტიკამ არ გაამართლა. მილიონ სამასი ათასი დევნილი შეიკედლა გერმანიამ. მერკელს იდეაფიქსად აქვს ქცეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოისყიდოს. უკვე ოფიციალურად არის ცნობილი, რომ რამდენიმე ათეული ათასი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი სირიის ყალბი დოკუმენტებით ევროპაშია შესული. მათი იდენტიფიცირება კი ძნელია. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება. მთავარია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განადგურდეს. ევროპა დღეს დაუცველია“, - აცხადებს ცინცაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)