15:04 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 12:31:56, 350 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის  ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის შემდეგ, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო პოზიცია უმნიშვნელოვანესია.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ფედერიკა მოგერინის შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპის განვითარების წელი“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც რიგაში დღეს გაიხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics