|
2016-07-14 17:31:10, 950 ნახვა
პოლიტიკა
შენგენის ვიზის მიღება პრობლემატური გახდა - საგარეო უწყების კომენტარი
ათობით ადამიანი სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ ღიად, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საელჩოს მუშაობის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს. "ექსპრესნიუსთან" საუბარში არაერთი ჟურნალისტი, მეწარმე, ასევე ექიმი აცხადებს, რომ პასპორტში შენგენის სამწლიანი ვიზები ჰქონდათ, თუმცა საელჩოები მრავალჯერად ვიზებზე უარს ეუბნებიან და ანკეტების შევსებისა და რიგში დგომის შემდეგ, 1-2 კვირიან ვიზებს აძლევენ. "ექსპრესნიუსი" აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუ მოქალაქე მიღებული ვიზის კატეგორიასა და ხანგრძლივობას უსამართლოდ მიიჩნევს, უწყების საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართოს. მათივე თქმით, საკონსულო დეპარტამენტი მსგავს ფაქტებს შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. „ თუ კი მოქალაქე თვლის, რომ ვიზის კატეგორია და მისი ხანგრძლივობის პერიოდი არასამართლიანად მიიღო, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულმა მოქალაქემ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართოს. საკონსულო დეპარტამენტი შეისწავლის ფაქტს და ამის შემდეგ შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)