|
2016-07-14 16:38:28, 774 ნახვა
პოლიტიკა
ვასაძე: პატარაძის რწმუნებულებად დანიშვნა და პარალელურად მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენა, არათავსებადია
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა 15 დღის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა მისი რწმუნებულად დანიშვნის შესახებ მხოლოდ დღეს, პრეზიდენტთან კონსულტაციის დროს შეიტყო. როგორც ვასაძემ „ექსპრენიუსს“ განუცხადა, ზურაბ პატარიძის რწმუნებულებად დანიშვნა და პარალელურად მისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენა, არათავსებადია. „ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 15 დღის განმავლობაში განიხილებოდა. რაც შეეხება პატარაძის რწმუნებლად დანიშვნას, ჩვენ ეს ნამდვილად არ ვიცოდით, დღეს, პრეზიდენტთან კონსულტაციის დროს გავიგეთ. მე ვფიქრობ, იმ ვითარებაში, როდესაც ხაბაძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე იყო გადამდგარი და კანონით მას შეეძლო ახალი მთავრობის ფორმირებამდე უფლებამოსილების განხორციელება, პატარაძის ერთი დღით დანიშვნა რწმუნებულებად და პარალელურად მისი წარდგენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, არათავსებადია. მე, რადგან ოპოზიციაში ვარ, პატარაძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, მაგრამ თუ ჩვენი ინტერესები გადაიკვეთება, ჩვენ პატარაძესთან ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ვასაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე აჭარაში რწმუნებულად დანიშნა. ამასთან, მან პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ მას საბჭო მხარს დაუჭერს.
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)