|
2016-07-14 16:32:16, 569 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტ კარლჰაინც კოპფას შეხვდა
საქართველო– ავსტრიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა კარლჰაინც კოპფმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სატყეო მეურნეობა, დეცენტრალიზაციისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილება როგორც უსაფრთხო, სანდო პარტნიორი, რაც იძლევა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას. გამოთქვა იმედი, რომ 2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს შესძენს ქართულ-ავსტრიულ ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროიტეგრაციის დღის წესრიგზე და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე. ავტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის თარიღს და აღნიშნა, რომ ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კარლჰაინც კოპფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ავსტრიის მხარდაჭერისთვის.
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)