14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-03 21:12:12, 530 ნახვა

სპეციალური ანონსი
4 ივლისის სპეციალური ანონსი

4 ივლისს, 09:00 საათზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა გენერალური კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი, მე–11 პავილიონი

4 ივლისს, 09:00 საათზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის გენერალური კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია“, მეფე დავით აღმაშენებლის დარბაზი, მე-11 პავილიონი

4 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია“ საერთაშორისო არბიტრაჟის შესახებ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია გახსნიან.

4 ივლისს, 11:00 საათზე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ანგარიშის - ,,კორცხელი - ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“ პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია გაიმართება კლუბ „ფრონტლაინში“, ლ. ასათიანის #62 ანგარიშში ქრონოლოგიურად არის ასახული 2016 წლის 22 მაისს, კორცხელში, საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები, შეფასებულია სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობა, როგორც პრევენციის, ისე სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოძიების წარმოების თვალსაზრისით, მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები. ანგარიშის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას. ანგარიშს წარადგენს „საქართველოს დემოკრატიული ინიცაიტივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე

4 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ქვეყანაში ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკას წარმოადგენს. პრესკონფერენციაზე გიორგი ჩოგოვაძე საზოგადოებას 6 თვის სტატისტიკას გააცნობს და ნახევარის წლის ტურისტულ მაჩვენებლებს შეაჯამებს.

4 ივლისს, 11.30–13.30 საათზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი, მე–11 პავილიონი

4 ივლისს, 11:30 საათზე, სულხან მოლაშვილს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 17:00 საათიდან გაიმართება.

4 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სამუშაო ხდომა გაიმართება, რომელსაც მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.
თემა: ბოშათა თემის მდგომარეობა საქართველოში 
მის: კოსტავას ქ. #14

4 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, დარკო პაიოვიჩს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 
თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

4 ივლისს, 15.00–18.00 საათზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი, მე–11 პავილიონი

4 ივლისს, 17:30 საათზე, „საზოგადოება და ბანკების“ ოფისში ეკონომიკის საზაფხულო სკოლა გაიხსნება. 2-კვირიან ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ჩაატარებს. 
მის: ნიკო ნოკოლაძის ქ.N5
საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595519451

4 ივლისს, 19:00 საათზე, თავისუფალი თეატრის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული საღამო გაიმართება. 
საკონტაქტო პირები: ნინო წითლანაძე - 593 75 03 49, თორნიკე ღლონტი - 591 93 99 56





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics