|
2015-03-02 16:18:53, 2862 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: მოქალაქეთა საჩივრების შესწავლა პოლიტიკური ნებაა და სხვაგვარად ვერც იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტემენტი ამ კვირაში ღონისძიებას გამართავს და დახარისხებული საჩივრების, მათი რაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. მისივე განმარტებით, მოქალაქეთა საჩივრების შესწავლა დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ნებაა. „ის, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან პროკურატურაში არა მხოლოდ შემოსული საჩივრების სისტემატიზაცია, აღრიცხვა, კატეგორიის მიხედვით დახარისხება და შემდგომ მათი შესწავლა მოხდეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პოლიტიკური ნებაა და სხვაგვარად ვერც იქნება, იმიტომ, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე ბევრ ადამიანს ჩამოართვეს ქონება, ბევრი ადამიანი უკანონოდ იქნა მსჯავდებული და ამაზე მეც ძალინ ბევრს ვმუშაობდი, თუმცა სხვა იდეა და მოდელი გვქონდა შემუშავებული. ეს მაშინ ვერ იქნა გაზიარებული, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს მიღებულია, რომ ეს მოხდეს, ოღონდ მოხდეს სხვა ფორმით და ეს ფორმა არის პროკურატურის ორგანოებში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც როგორც ჩემთვის ცნობილია, სულ რამდენიმე დღეში, ამ კვირაში, სპეციალურ ღონისძიებას გამართავს, მათ შორის მედიისთვის და დახარისხებული საჩივრების, მათი რაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებს. საჩივრები რამდენიმე ათეულ ათასობითაა, მაგრამ კატეგორიზაცია მომხდარია. პროკურატურამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო ჩაატარა, რის შესახებაც დადგენილ დროს გეცნობებათ“, - განაცხადა წულუკიანმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)