|
2016-06-23 11:02:46, 949 ნახვა
სამართალი
თაღლითობის ფაქტზე თბილისის მერიის 5 თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულები არიან: ქ. თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი შამილ კორძაძე, ლიფტების ტექნიკური ზედამხედველები გიორგი ცირდავა და არჩილ მიქაძე, ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ გუმბერიძე. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ქ.თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ლობირებას უწევდნენ და უპირატეს მდგომარეობაში აყენებდნენ იმ ფირმებს, რომლებიც მათ ნათესავებზე ან ახლო მეგობრებზეა გაფორმებული: ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისი“. „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ თანამშრომლები მათი შენიღბული ფირმების გამოყენებით, წინასწარ ახდენდნენ ლიფტების აღდგენისთვის შესასრულებელი სამუშაოების პირველადი ხარჯთაღრიცხვების ხელოვნურად გაზრდას, შემდგომ თვითონვე ადგენდნენ გამგეობებში წარსადგენ შესაბამის დასკვნებს იმის შესახებ, რომ წინასწარ ხარჯთაღრიცხვებში ჩამოთვლილი სამუშაოების ნუსხა და მათზე მითითებული ფასები რეალურია, შეესაბამება მოცემულ მისამართზე არსებული ლიფტის მდგომარეობას და დაფინანსება მიზანშეწონილია. სამუშაოების არაჯეროვნად დასრულების შემდგომ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახდენდნენ საბოლოო ხარჯთაღრიცხვების (ფორმა N2) ჩაბარებას, თითქოსდა აღნიშნულმა კომპანიებმა შეასრულეს ხარჯთაღრიცხვებში მითითებული სამუშაოები, რასაც შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერებით ადასტურებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივად სწორედ მათ ევალებოდათ შემსრულებელი ფირმის მიერ შედგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და ტექნიკური კონტროლი. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ტრასოლოგიური დასკვნითა და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ქ. თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე მხოლოდ ცხრა ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13 174 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)