20:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 10:54:07, 512 ნახვა

საზოგადოება
ქართული ფარმაცევტული საწარმო “ჯი-ემ-პის“ წარმატება საერთაშორისო კონფერენციაზე

ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პიმ“ მინსკში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს ფარმაცევტულ კომპანიებს „სამაცივრე პრეპარატების წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის“ საკითხებში გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სამი კონტინენტიდან იღებდნენ. კონფერენციის ორგანიზატორი უფლებამოსილ პირთა საერთაშორისო ფარმაცევტული ასოციაცია იყო, მთავარი თემა - „სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა“.  ჯი-ემ-პის“ მოხსენების თემა იყო: „ცივი ჯაჭვის პროდუქტის წარმოებაში დანერგვის პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა“.

„ჯი-ემ-პი კონფერენციაზე საქართველოს სახელით წარსდგა და მონაწილეებს საკუთარი შვეიცარულ კომპანია „Hoffmann-La Roche“ ერთობლივი ლიცენზიით პრეპარატის წარმოების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.  C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით „ჯი-ემ-პის“ მიენიჭა უფლება შვეიცარიული პრეპარატის წარმოების ნაწილი  საქართველოში გადმოტანილიყო. მონიტორინგს  შვეიცარიული მხარე აწარმოებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, როცა ასეთი დონის პროექტში შვეიცარიელებთან ერთად ადგილობრივი საწარმო ჩაერთო“, - აცხადებენ „ჯი-ემ-პი“-ში.

ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“  პროდუქტები  პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს  და წარმოების სრული ციკლი აქვს.  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics