2016-06-17 15:43:10, 648 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კობერიძე ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლს შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
უწყების ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენელს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროსაბჭოს განვითარების ბანკთან წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დასაფინანსებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან