15:40 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 16:50:15, 1051 ნახვა

ეკონომიკა
ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში ინდუსტრიული პარკის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების თავმჯდომარე ვან ლინცზიუნი ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის კერძო სექტორებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას. გამოიკვეთა ის კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებები, რომელ სფეროებშიც შესაძლებელია კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების განვითარება.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში ინდუსტრიული პარკის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი და ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს სწავლობენ.

აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების ხელმძღვანელი ვან ლინცზიუნი ინდუსტრიული პარკის პროექტის ფარგლებში, საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ინოვაციური იდეების წახალისებას.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics