14:29 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 10:58:50, 1058 ნახვა

ეკონომიკა
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი 50 გადამხდელს მიენიჭა

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით უკვე 50 გადამხდელი სარგებლობს.

მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 13 გადამხდელს მიენიჭა.

როგორც ცნობილია, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, მოქმედებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების საწარმოთათვის.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, უკვე 50-მა კომპანიამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. „აღნიშნული კომპანიების მიმართ უკვე დაიწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რათა, რაც შეიძლება მეტი საწარმო დაფუძნდეს მაღალმთიან რეგიონებში და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს შეღავათები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: ავეჯის, სამშენებლო მასალის, ღვინის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების, ბოსტნეული კულტურების, ყველისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოება, რძის გადამუშავება, მეფრინველეობა და სხვა.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მოპოვების შემდეგ, 10 წლის ვადით, იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახური განცხადებას, მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

საბოლოოდ, მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე: http://mof.ge/4919





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics