|
2016-06-01 16:27:08, 528 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა
პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პარლამენტს 16-გვერდიანი მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. დოკუმენტში კანონპროექტის არსია მიმოხილული და მის თაობაზე, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებია მოყვანილი. პრეზიდენტი პარლამენტს კანონის თაობაზე შენიშვნებს ძირითადად, 3 საკითხზე სთავაზობს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კვორუმის აწევამ შესაძლოა განაპირობოს მოსამართლეთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტილების მიღების დაბლოკვა. „საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ, განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანი, თუ მის სხდომას ესწრება სულ.მცირე 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ მომზადებულ შენიშვნებში. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონიდან ამოღებული უნდა იქნას მუხლი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ სამთვიან შეზღუდვას აწესებს. გარდა ამისა, პრეზიდენტის აზრით, პლენუმისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების კვორუმი უნდა შემცირდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამასთანავე, გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ აღნიშნულის თაობაზე პლენუმის უარყოფითი განჩინება დასაბუთებას არ უნდა საჭიროებდეს. ცნობისთვის, პარლამენტს აღნიშნულ შენიშვნებს დღეს, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი გააცნობს, საკანონმდებლო ორგანო ვეტოდადებულ კანონზე კი, 3-4 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)