|
2016-05-31 18:00:16, 799 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლო: „რუსთავი 2“-ის საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა მხოლოდ ერთხელ განხორციელდა
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლის განსაზღვრის საკითხი. როგორც სააპელაციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ხმები ამგვარი ცვლილების სამჯერ ან მეტად განხორციელებასთან დაკავშირებით. „პირველ რიგში, გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის სხვა მომხსენებელი მოსამართლისთვის გადაწერა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ და არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ხმები ამგვარი ცვლილების სამჯერ ან მეტად განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2015 წლის 28 დეკემბერს და დაეწერა მოსამართლე ლილი ტყემალაძეს. 2016 წლის 15 მარტს მოსამართლე ლილი ტყემალაძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების მიზეზით, აღნიშნული და მოსამართლის განხილვაში არსებული სხვა საქმეები, მათი განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გადაეცა სასამართლოს კანცელარიას ხელახალი განაწილებისათვის. აღნიშნულის შედეგად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე დაეწერა მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს. აქვე განვმარტავთ, რომ სასამართლოს კანცელარია სამოქალაქო საქმეებს ანაწილებს ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით. როგორც მოსამართლე ლილი ტყემალაძეზე, ასევე მოგვიანებით მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განაწილება განხორციელდა აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. განსაკუთრებით გვინდა გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მოსამართლეთა პროფესიულ და პიროვნულ შეურაცხოფას, არამედ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სახეზეა სასამართლოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენისა და ზეწოლის კონკრეტული ნიშნები“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოსამართლე საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებს მიეცეთ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობს ამგვარი ზეგავლენის მცდელობა. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებების გავრცელებისგან, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ. საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეებს მიეცეთ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლე არაა უფლებამოსილი ჩაერთოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო დებატებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველას პასუხისმგებლობას ─ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის შეფასებას. შესაბამისად, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ იმგვარი ქმედებების განხორციელებისა ან განცხადებების გაკეთებისაგან, რომლებიც შესაძლებელია აღქმულ იქნეს მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევის მცდელობად და ხელს შეუშლის სამართალწარმოების სრულყოფილად განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)