|
2016-05-31 17:25:04, 545 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება
ძალიან საინტერესო წერილი, წარსულის მოვლენების, დღევანდელობისა და გასული წლების დინამიკის საკმაოდ მკაფიო ანალიზით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება, წერილის მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს მიერ აღებული ვექტორი აბსოლუტურად სწორია და ბოლო წლებში მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. "რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ, 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა, წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი იყო ნამდვილად სანატრელი თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება", - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება ღია წერილში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, პრემიერმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ საკითხზე არჩევანი 4 წლის წინ გააკეთა. "მე მგონია, რომ ეს არჩევანი შეუქცევადი იქნება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)