|
2016-05-31 16:36:12, 615 ნახვა
პოლიტიკა
გრეგორი კარასინი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ე.წ. რუსი მესაზღვრეების კავშირს უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსი მესაზღვრეების კავშირი უარყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. “შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან სასაზღვრო რაიონში ვითარებასთან, ასევე მიმდინარე წლის 14-15 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადების საკითხებთან დაკავშიებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა. თანათავმჯდომარეებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს სოხუმში, თბილისსა და ცხინვალში მათი ბოლო ვიზიტების შედეგების შესახებ", - აღნიშნულია გაცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატებმა განიხილეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთის ქალაქ გალში 27 მაისს გამართული რიგგარეშე შეხვედრს შედეგები. “19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის განხილვისას მოხდა კატეგორიული უარყოფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებების ინციდენტთან რუსი მესაზღვრეების კავშირის შესახებ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში. ცნობისთვის, გრიგორი კარასინი მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერტს, ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეჰლერსა და გაერო-ს წარმოამდგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)