|
2016-05-31 15:03:24, 871 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს ვეტო დაადო. აღნიშნულის თაობაზე გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის. "მადლობა ვენეციის კომისიას, რომ უსწრაფესად მოხერხდა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და ის ფორმულირებები, რაც იყო კანონში, მათთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვეტოზე, ანუ მოტივირებულ შენიშვნებზე და ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამომდინარე პრემიერის ძალიან კონსტრუქციული პოზიციიდან, ჩვენ მოვახერხეთ და ეს მუშაობა განვახორციელეთ როგორც თავად ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან. ამ მუშაობის შედეგად, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. პრემიერთან თანამშრომლობის შედეგად, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელწმიფოსთვის.",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებს. ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება.
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)