10:21 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:33:03, 915 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებით, 15:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი "საკონსტიტუციო სასამართლოს  შესახებ" კანონთან დაკავშირებით დღეს განცხადებას გააკეთებს. გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი ავლაბრის რეზიდენციაში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

გამორიცხული არაა, პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადოს, ვინაიდან როგორც ცნობილია,   გიორგი მარგველაშვილი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებს.

ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი 2/3-მდე იზრდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics