14:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:07:11, 543 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენაში იმყოფება. მინისტრი ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ კონფერენციას დაესწრება.

2 ივნისს თეა წულუკიანი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ბავშვთა უფლებების დასაცავად ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრებს. თეა წულუკიანი ღონისძიების მონაწილეებს იმ რეფორმებს გააცნობს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ  ბავშვებისა და არასრულწლოვნების ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად გაატარა. 

მინისტრი ისაუბრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტებზე. მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, საკნონმდებლო ინიციატივებზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება. თეა წულუკიანისა ვოლფგანგ ბრანდშტეტერის შეხვედრა 3 ივნისსაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი საქართველოს საელჩოში დადეგმილ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას. საზეიმო მიღება საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში ოთხდღიანია და ის 3 ივნისს დასრულდება.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics