13:28 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 11:38:21, 2853 ნახვა

კულტურა
„თიბისი გალერეაში“ მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

„თიბისი გალერეაში“, დღეს 19:00 მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით  “სათამაშომოედანი” გაიხსნება. 

„სათამაშო მოედანი“ მაკა ბატიაშვილის უახლესი ფერწერული ნამუშევრების სელექციაა. გამოფენაზე მხატვრის მიერ 2014 წლიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. 

მხატვრის ინსპირაციის წყარო და გამოფენის კონცეფცია ფიგურების თამაშია. 

“თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე, ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის გარკვეულ მიზანს ისახავს. ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რომლებსაც მოგვიანებით,ზრდასრულ ასაკში სხვა, უფრო ძვირად ღირებული საგნებით ვცვლით. ასევე ვირგებ თროლებს,რომლებიც მოგვწონს და ჩვენი ნამდვილი სახის შესანიღბად გვჭირდება. ჩვენ სწორედ თამაშით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ემოციებს იმ სამყაროში, რომელშიც დავიბადეთ და ამას ვერსად გავექცევით", - ასე ხსნის თამაშს, როგორც მისი ინსპირაციის წყაროს, მაკა ბატიაშვილი. 

მაკა ბატიაშვილი დაიბადა 1975 წელს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.1992 - 1997 წლებში ბატიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ძირითადად მუშაობს გრაფიკასა და ფერწერაში. ვიდეო და ფოტოგრაფია მისი ინტერესის სფეროებია.    

მაკა ბატიაშვილი  არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორიაროგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიტვასა და გერმანიაში. თბილისში მის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გალერეები მასპინძლობდნენ.  მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მათ შორის Arundel Art Room Gallery, არუნდელი, დიდიბრიტანეთი; გალერეანათი (Nati Gallery), ლონდონი, დიდიბრიტანეთი და ა.შ. 

გამოფენათიბისი გალერეაში 6 მარტამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics