04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-29 10:29:26, 633 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი შიდა ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, სურამში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ოჯახები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და ისინი ბინებს ხაშურში, სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში კრიტერიუმების გარეშე მიიღებენ. 

მინისტრმა დევნილ ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიამ ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ დაასრულა. სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნული სამშენებლო კომპანია სხვა კომპანიით ჩანაცვლდება და დევნილი ოჯახები ზამთარს ახალ ბინებში შეხვდებიან. 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ბორჯომში 64-ბინიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. რეაბილიტაცია სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და დევნილი ოჯახები ბინებს 2016 წლის სექტემბერში მიიღებენ. 

სოზარ სუბარმა გორში 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. მინისტრის განცხადებით, მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics