|
2016-05-26 14:13:56, 520 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ლატვიის სეიმის სპიკერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან ინარა მურნიეცესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპიკერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. ამას გარდა, მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისათვის და მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ქვეყანას ლატვიის მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. სეიმის სპიკერმა, თავის მხრივ, მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი რამ აერთიანებს. ლატვია იყო და იქნება საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო არენაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლატვიის პარლამენტის სპიკერმა ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ და მიმოიხილეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს, რომ ლატვიის პარლამენტმა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც სრულად მიმდინარე წლის 1 ივლისს ამოქმედდება. ინარა მურნიეცეს განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენდა ლატვიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დღესაც პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას. სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით თავისი საშინაო დავალება კარგად შეასრულა და ამჟამად ევროკავშირის ჯერია, მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოების ვითარებას რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, გამოწვევებსა და საფრთხეებს. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, ნაყოფიერი თანამშრომლობა საკანონმდელო ორგანოებს შორის, რომელიც არა მხოლოდ სპიკერებს, კომიტეტებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებს მოიცავს, არამედ უკვე პარლამენტების ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობს. ლატვიის პარლამენტს წლების განმავლობაში მიღებული აქვს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადება. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა პარლამენტის სპიკერს ლატვიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) გაწევრიანება, რომლის 35-ე წევრი ლატვია ოფიციალურად 2 ივნისს გახდება.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)