01:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 20:45:51, 885 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 11:10 საათზე -  თბილისში, გმირთა მოედანზე, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კობა კობალაძე; 12:00 საათზე - თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება; 13:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ „დროის ამბავის" ფარგლებში,  ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; 14:00 საათზე - პირველი რესპუბლიკის ბაღში ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება გაფორმდება; დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები; 20:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება.

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება, მათ შორის: 11:00 - 21:00 - ყვავილების ფესტივალი; 13:00 - 13:40 / 16:00 - 16:40 / 19:00 - 19:40 - მოძრაობის თეატრის პერფორმანსი; 12:00 - 12:40 / 15:00 - 15:40 / 18:00 - 18:40 - პანტომიმის თეატრის მსვლელობა /ცოცხალი ქანდაკებები; 12:00 – 17:00 რუსთაველის თეატრი - ისტორიული ექსპონატების გამოფენა; 14:00 - 14:30 - ქუჩის თეატრის პერფორმანსი; 13:00 - 14:00 - ბასტი - ბუბუს კონცერტი; 15:00 -16:00 – „ბზიკები სტუდიოს" კონცერტი; 17:00 - 18:00 - ილურიძის ბენდის კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმილი აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. სამინისტროები და თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი კუთხეებით იქნებიან წარმოდგენილნი.

გაიმართება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონცერტები; ელექტრონული მუსიკის დღე - Gio Shengelia, COBERT, Sumo, Zurkin; სპორტული ღონისძიებები - ხრიდოლი, შავფაროსნები, გრეხეთბოლი, ჭადრაკი ქუჩაზე, ნარდი, მეკლდეურობა, მკლავჭიდი, ჭიდაობა, მხატვრული ტანვარჯიში, აღმოსავლური ორთაბრძოლები, ქუჩის კალათბურთი; საბავშვო გასართობი ღონისძიებები - თოჯინების თეატრი, მხიარული სტარტები; ისტორიული ექსპონატების გამოფენა; არტ-კაფეები.

 საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, გასართობი ღონისძიებები და გალა-კონცერტები ასევე გაიმართება რეგიონებში:

ახალციხე, რაბათის ციხე (დასაწყისი 20:00 საათზე); მცხეთა,  ცენტრალური (დასაწყისი 20:00 საათზე); თელავი, ერელე II მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); ბათუმი, ანბანის კოშკთან (დასაწყისი 20:00 საათზე); ოზურგეთი, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); გორი, ქ. გორის ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 18:00 საათზე); რუსთავი, თავისუფლების მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); ფოთი, რუსთაველის რკალი (დასაწყისი 20:00 საათზე); ქუთაისი, დავით აღმაშენებლის სახ. ცენტრალური მოედანი (დასაწყისი 20:00 საათზე); ამბროლაური, ცენტრალური მოედანი (დასაწყისი19:00 საათზე).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics