|
2016-05-25 19:30:40, 1002 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
ხვალ, 26 მაისს დილიდან რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტრო სპეციალური პავილიონით იქნება წარმოდგენილი. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს - სამინისტროს პავილიონის სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური სახალისო ტესტის გავლით, შეეძლებათ, გაიგონ, ევროპის რომელი ქვეყანა შეეფერება მათ სამოგზაუროდ. შემდეგ კი ლაივსტრიმის მეშვეობით გაესაუბრონ ამ ქვეყნის დედაქალქის მცხოვრებლებს. საუბრის თემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა იქნება. 14.00 საათზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარკში (ყოფილი პიონერთა სასახლის ბაღი) საზეიმოდ გაფორმდება ლევილის მამულის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტი. დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტთა შთამომავლები მოაწერენ. ხელმოწერები კი ნოტარიალურად დამოწმდება. ისტორიული აქტით - წინასწარი თანხმობის დოკუმენტით განისაზღვრა, რომ ლევილის მამული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლოს საქართველოს სახელმწიფოსათვის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა 2016 წლის 20 სექტემბრამდე გაიმართება. 15:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს პავილიონს თეა წულუკიანი დაათვალიერებს. 16:00 საათზე იუსტიციის მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე დაბადებულ ბავშვს მოინახულებს. თეა წულუკიანი მის მშობლებს შვილის დაბადების მოწმობას და საჩუქრებს გადასცემს.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)