|
2016-05-25 16:11:17, 774 ნახვა
საზოგადოება
26 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტებას. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 17 წლის ასაკიდან. მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს და მიიღონ პირადობის მოწმობა უფასოდ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის კუთხით არაერთი აქცია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც 800 000-ზე მეტმა ადამიანმა პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. 2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას. მინისტრმა ბრიფინგი იუსტიციის სამინისტროში გამართა და მას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)