01:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 14:47:16, 523 ნახვა

საზოგადოება
ქართული დელეგაცია ჩინეთში შატოს გამოფენაზე იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფესორმა  ლევან უჯმაჯურიძემ ნინსიას პროვინციის სენმიაოს საერთაშორისო სადემონსტრაციო შატოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებთან ერთად ნინსიას პროვინციის გუბერნატორი და პარტიული ხელმძღვანელობა იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, შატოს მასშტაბურ საგამოფენო სადემონსტრაციო სივრცეში საქართველოს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანას წამყვანი საგამოფენო სტენდები დაეთმო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ნინსიას სადემონსტრაციო მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სხვადასხვა ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის ნიმუშები, ბანერები, ბროშურები, ილუსტრაციები და სხვადასხვა ეროვნული მატერიალური თვალსაჩინოებანი.

საგამოფენო სტენდებზე განთავსებული იყო აგრეთვე სს „სარაჯიშვილი“-ს, სს“ ბაგრატიონი 1882“-ს, შპს „ქინძმარაულის ღვინის მარანი“-ს მიერ წარმოებული ღვინისა და  ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია წარმოდგენილი ნიმუშების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოინახულა აგრეთვე ნინსიას სატყეო ინსტიტუტის ლაბორატორიები, ვაზისა და გოჯი ბერის(Wolfberry)  საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და სხვა. შეხვდა მრავალპროფილიანი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას.

ჩინურმა მხარემ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცა გოჯი ბერის (Wolfberry) ნაყოფის მომცემი ხუთი ჯიშის in-vitro მცენარეები, საქართველოში საცდელი მიზნებით გასამრავლებლად.

ჩინური მხარის თხოვნით მომავალში, საგამოფენო სადემონსტრაციო საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics