|
2016-05-23 11:39:21, 517 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია და არჩილ ხაბაძე ოჯახში დამზადებული ღვინის მე-9 ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობიდან აცნობეს, ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს, ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე, მთელი საქართველოდან 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. მონაწილეთა შორის იყო 4 უცხოელი მეღვინე - 2 მეღვინე ლაზეთიდან და 2 საინგილოდან. სპეციალურად შექმნილმა 10 კაციანმა სადეგუსტაციო კომისიამ 22 ნომინაციაში, მათ შორის აღმოსავლური და დასავლური თეთრი და წითელი ღვინის კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოვალინეს. გამარჯვებული მეღვინეები ფესტივალის მხარდამჭერმა კომპანიებმა ფულადი პრიზებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს. საზეიმო ცერემონია საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)