|
2016-05-23 09:53:44, 719 ნახვა
სამართალი
საია მთავარ პროკურორს მოუწოდებს, კორცხელის 53-ე უბანზე მომხდარი ფაქტების გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კორცხელის 53-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. საია მთავარ პროკურორს მოუწოდებს, პირად კონრტოლზე აიყვანოს კორცხელის 53-ე საარჩვნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება. ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ კორცხელში მომხდარ შემთხვევას, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება; დაიცვან ჟურნალისტები ძალადობისგან და უზრუნველყონ ისინი შესაბამისი სამუშაო გარემოთი; საია მთავარ პროკურორს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანოს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების და მასთან დაკავშირებით გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებების გამოძიება. "2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სამეგრელოში 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 13:30 საათისთვის მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და უცნობ პირებს შორის. აღნიშნული პირები, სავარაუდოდ სპორტსმენები, დილიდან იყვნენ მობილიზებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მომხდარ დაპირისპირებას უშუალოდ შეესწრო საიას დამკვირვებელი, რომელმაც აღნიშნული ინციდენტის ვიდეო გადაღებაც განახორციელა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების -რუსთავი ორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, LIVEPRESS-ის, ტელეკომპანია ოდიშისა და ipress.ge-ს წარმომადგენლებს და/ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით და მათ ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მისასალმებელია გამოძიების დროულად დაწყების ფაქტი, თუმცა არსებითია, რომ გამოძიება მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. აქვე აღვნიშნავთ, რომ საიას შეფასებით, ზემოაღნიშნულ ფაქტებში იკვეთება არამხოლოდ სსკ 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არამედ ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს მისდამი აშკარა უპატივცემულობას (სსსკ 239-ე მუხლი), ასევე მოიცავს ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ნიშნებს (სსსკ 154-ე მუხლი)",-ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)