19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 10:32:48, 550 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღება დღეიდან ეტაპობრივად შეეძლებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს.  პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ოქრომელიძე  ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგების პროცესს  გორში მდებარე ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდირებისთანხა 1 ჰა-ზე180ლარს შეადგენს. დახმარებას მიიღებსშიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები დაუზიანდა 1-16 მაისის სეტყვის შედეგად. დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.

სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობასშესაძლებლობა აქვსჩაატაროს  დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს  პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი.

მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ზარალის რისკების შემცირების მიზნით, მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას სთავაზობს. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics